სამშობლო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 01:33
„სამშობლოს“ ფოტოსერია მოლდოვის რესპუბლიკის ჩრდილოეთში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და გარემომცველ რეალობას შორის კავშირს იკვლევს. ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ემიგრაციაშია და წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ და ბებია-ბაბუასთან დამტოვეს. შემდეგ, კიშინიოვში სწავლის გამო, სახლში ისე იშვიათად ვბრუნდებოდი, რომ მომინდა, აღმებეჭდა ეს გამოცდილება, განმეცადა ის, რაც დამაკლდა: სახლი; ოჯახი. ჩემი ნამუშევარი ჩემი ფესვების, იმ სახლის შემოქმედებითი ძიებაა, რომლის მნიშვნელობაც გამუდმებით იცვლება.
მარია გუცუ EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
მარიამ გუცუ