Please rotate your phone
განათლება
© Guram Tsibakhashvili

განათლება

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი წარმოადგენს ღია პლატფორმას სოციალური ცვლილებებისთვის, რომელიც იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტს. მთელი წლის განმავლობაში არტისტები, კურატორები, ვიზუალური ხელოვნების ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ერთიანდებიან საგანმანათლებლო აქტივობების ჩასატარებლად, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და ვორქშოფების მოსაწყობად დამწყები ფოტოგრაფებისთვის.

ბავშვებსა და თინეიჯერებს ჩვენ ვთავაზობთ პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ მათ გარშემო არსებული სამყაროს ფოტოგრაფიის ენით გაანალიზებასა და გადმოცემას.

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი პიონერი ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად მიმოიხილონ თავიანთი პორტფოლიოები, მიიღონ გრანტები და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.

არქივი

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე