რამ შეჭამა ჟანგი
ავტორი:
გურამ წიბახაშვილი
წელი: 2017-2020
ქვეყანა: საქართველო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 04:57
სერია “რამ შეჭამა ჟანგი“ 2017-2020 წლებშია გადაღებული საბჭოთა პერიოდის ფოტოკამერით Horizon. COVID 19 -ის კრიზისულ რეალობამდე 3 წლით ადრე დაწყებული სერია, რომელიც თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ცარიელ პეიზაჟებს აერთიანებს, უცნაურად ჰგავს საყოველთაო კარანტინის პერიოდის რეალობას უსიცოცხლო ურბანული სივრცეებით.
“რამ შეჭამა ჟანგი“ საბჭოთა პერიოდის, კერძოდ კი, 80-იანი წელბის ფირზეა გადაღებული. ფირი სიძველისგან არის დაზიანებული - დაობებულია - და გამოსახულების ვიზუალური ელემენტის გარდა კონტექსტუალური ელემენტის ფუნქციასაც ასრულებს. “რამ შეჭამა ჟანგი“ ვიზუალური რეფლექსიაა გარემომცველ სამყაროსთან ადამიანის ეგოისტური და მომხმარებლური დამოკიდებულების “აპოკალიპტურ“ შედეგებზე.

საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
© გურამ წიბახაშვილი