ნინო ჯორჯაძე
ავტორი:
ნინო ჯორჯაძე
წელი: 1914-1917
ქვეყანა: საქართველო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 02:46
ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფია. ის პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი ომის ფოტოგრაფიც არის. ნინო ჯორჯაძე, თავისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის “კოდაკის” კამერით იღებდა კავკასიის ფრონტის მთელ ხაზზე. სარიყამიში, ყარსი, ანისი, ნაზიკი, კარაკამისი, ანის-ყალა - ეს და სხვა მრავალი ადგილი, სადაც სამხედრო ოპერაციები ტარდებოდა, ნინო ჯორჯაძის ობიექტივში მოხვდა. ისევე როგორც, ფრონტის ყოველდღიური ცხოვრება: ბრძოლის შემდგომი სცენები, ომის მონაწილეთა - ოფიცერების, ჯარისკაცების, ლტოლვილების, სამხედრო ექიმების პორტრეტები; ტიფის ეპიდემია და მისი შედეგები, საბრძოლო მოქმედებებისგან დანგრეულ ინფრასტუქტურა და ლანდშაფტები და ზოგადად ომის სულისშემძვრელ რეალობა.
საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
ნინო ჯორჯაძის არქივი მისი შთამომავლების, კერძოდ კი, ალექსანდრე ბაგრატიონის და თამარ ლორთქიფანიძის ოჯახშია დაცული.