მარცხენა სანაპირო
ავტორი:
რამინ მაზური
წელი: 2015 - 2021
ქვეყანა: Moldova, Republic of
ვიდეოს ხანგრძლივობა: 01:47
მე დნესტრისპირეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში გავიზარდე და წარმოდგენა არ მქონდა დანარჩენ სამყაროზე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოგონებას უკრაინაზე, სადაც ბავშვობის მცირე მონაკვეთი გავატარე. მას მერე, რაც მოლდოვაში გადავედი, დიდი ხნის განმავლობაში ჩემს მშობლიურ ქალაქზე არც კი მიფიქრია. როცა ფოტოგრაფობა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ პირველი, რისი დოკუმენტირებაც მინდოდა, ამ არაღიარებული მიწის გამოყოფა იყო; მიწის, რომლის იდენტობაც სადღაც დამოუკიდებლობისთვის ომსა და საბჭოთა წარსულს შორის მდებარეობს. მაგრამ ძალიან მალე იმ ფაქტს გავუსწორე თვალი, რომ მეც „სხვა“ მედიისთვის ნიშნეულ კლიშეებში მომექცია ჩემი ნაამბობი.
რამინ მაზური EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
რამინ მაზური