Please rotate your phone
“…გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“

“…გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“

© Yael Martinez/Magnum Photos. The House That Bleeds



27 ოქტომბერი - 4 დეკემბერი


9 ეკრანიანი ვიდეო ინსტალაცია


“… გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“ ამონარიდია მე-20 საუკუნის ამერიკელი პოეტის უილიამ კარლოს უილიამსის ცნობილი ლექსიდან “პეიზაჟი იკაროსის დაცემით“, რომლის ცენტრშიც ადამიანური ინდიფერენტულობაა - მზის სიახლოვეს ფრენით განწირული იკაროსის დაცემას ვერც ის ფერმერი ამჩნევს, მიწას რომ ამუშავებს გაზაფხულზე, ვერც ზღვა და ვერც მზე… იკაროსის ზღვაში ვარდნის ხმა ყველასთვის შეუმჩნეველი რჩება. ისევე როგორც, ათასგვარი გამოწვევით სავსე ჩვენს თანამედროვეობაში დასაშვებზე უფრო ხშირად რჩება შეუმჩნეველი რეალობის სიმკაცრითა და უსამართლობით დაღლილი ადამიანების ხმები და ცხოვრება.
 
“… გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“ ვიდეო ინსტალაციის ფორმატში თავმოყრილი ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ფოტოგრაფების 100-მდე ნამუშევარი თანამერდოვე სამყაროს დიდ სურათს ქმნის და ფოტოგრაფიის მედიუმის მეშვეობით სწორედ მათ ისტორიებს ჰყვება, ვისი ხმაც არ აღწევს ხოლმე რეალობის სირთულეებითა და გამოწვევებით გაჯერებული მრავალშრიანი სიღრმიდან. “… გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“ ვიზუალური თხრობისა და ფოტოგრაფიული გამოსახულებისთვის ჩვეული ზემოქმედების ძალით, თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ინდიფერენტულობის დაძლევის მცდელობაც არის; ფოტოებით მოთხრობილ ამბებს ჩვენამდე მოაქვს “სხვების“ ისტორიები, რომლებიც ხშირად შორს და უხილავია. ეს ისტორიები კი, სინამდვილეში, ჩვენი ისტორიებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აქცევს იკაროსად - მეც, შენც, მასაც, ჩვენც, თქვენც და მათაც.
 
“… გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“ თბილისის ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების ცენტრალური ღონისძიებაა და 77 ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს 9 ეკრანისგან დაკომპლექტებულ ვიდეო ინსტალაციაში.
 
მუტლიმედიურ ინსტალაციას თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი უმასპინძლებს 27 ოქტომბრიდან - 4 დეკემბრამდე.
 

27 ოქტომბერს გამოფენაზე დასწრება შესაძლებელი იქნება 15.00-20.00

 
გამოფენის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 13.00-18.30.


დასწრება თავისუფალია.

 
პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან: საქართველოსში აშშ-ს საელჩო და თბილისის მერია.
პარტნიორები: Magnum Photos, Futures, Stamba, Tbilisi Photography & Multimedia Museum.


 
კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, გამოფენაზე დასწრებისას მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები:
- მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებული ან და ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრები შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას;
- დახურულ სივრცეში ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ პირბადით, ფიზიკური დისტანციის დაცვის ვალდებულებით;
- მუზეუმის თანამშრომლები გააკონტროლებენ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებას.










დასრულებული
ოქტომბერი 27. 2021 - დეკემბერი 04. 2021
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე