CORRESPONDENCES, Soundwalk Collective & Patti Smith
Chernobyl Photo by Stephan Crasneanscki
23 ოქტომბრიდან თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი თბილისის ფოტო ფესტივალის მე-14 გამოშვებასა და მის ცენტრალურ ღონისძიებას - Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას CORRESPONDENCE მასპინძლობს!
ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება - თანამედროვე ბგერითი ხელოვნების პლატფორმის Soundwalk Collective-ისა და ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პოეტის და ხელოვანის პატი სმიტის მუდმივად განვითარებადი პროექტია. ბოლო 10 წლის მანძილზე პროექტი იმ განსხვავებულ გეოგრაფიულ მდებარეობებს და მათ ბუნებრივ გარემოს იკვლევს, სადაც ხელოვანებმა ცნობილი პოეტების, რეჟისორებისა და რევოლუციონერების, ისევე როგორც, კლიმატური ცვლილებების გავლენის ხმოვანი ნაკვალევი აღმოაჩინეს.
CORRESPONDENCES-ის ფარგლებში Soundwalk Collective და პატი სმიტის კოლაბორაცია რვა ნამუშევარს აერთიანებს, სადაც ხმის გამოსახულებასთან კავშირი შეტრიალებულია. თავდაპირველად შეიქმნა მუსიკა და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩა და დამონტაჟდა ის ვიზუალური მასალა, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემდა თითოეული საუნდტრეკის ისტორიას.
გამოფენის თანაორგანიზატორი და მთავარი პარტნიორია Rooms Hotels.
პროექტის მხარდამჭერები არიან TBC, Coca-Cola, Visa, თბილისის მერია.
დასრულებული
ოქტომბერი 23. 2023 - დეკემბერი 23. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო სტამბა, დ ბლოკი, მეორე სართული.
უკან