Please rotate your phone

ვებინარი / რობერტ კაპა: ქართული ჟურნალი. 1947

© რობერტ კაპა: ქართული ჟურნალი. 1947
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი იწყებს ვებინარების სერიას, რომელსაც გაუძღვება ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტო ფესტივალის და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი/სამხატვრო ხელმძღვანელი.

თავისი კურატორული და საგანმანათლებლო პრაქტიკით, ნესტან ნიჟარაძემ ხელი შეუწყო საქართველოში ფოტოგრაფიის მედიუმის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ისევე როგორც ქართული და სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მდიდარი ტრადიციების რეგიონს გარეთ პოპულარიზაციას.

ვებინარების სერია მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორისთვის საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდიდარი, თუმცა ჯერ კიდევ უცნობი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის წარდგენას.


“რობერტ კაპა: ქართული ჟურნალი. 1947” ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება რობერტ კაპას და ჯონ სტეინბეკის საქართველოში მოგზაურობის რამოდენიმე საინტერესო ისტორიული ფაქტი.


1947 წელს რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა ყოფილი საბჭოთა კავშირის 3 ქვეყანაში: რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში იმოგზაურეს. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა სტეინბეკის წიგნი “რუსული დღიური” რომელიც რობერტ კაპას ფოტოებით იყო ილუსტრირებული. 


“რუსული დღიური” 1948 წელს აშშ-ში გამოიცა, სადაც ის პროსაბჭოურად შერაცხეს, საბჭოთა კავშირში კი პირიქით - ანტისაბჭოურად. Წიგნის  თარგმნა და გამოცემა 40 წლის მანძილზე იყო აკრძალული. 








                                                     ვებინარი ჩატარდა 2020 წლის 21 აპრილს

                                                                                     






პროგრამის ხანგრძლივობა
1 საათი
დასაწყისი:
აპრილი 21. 2020 - აპრილი 21. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე