Please rotate your phone

მულტიმედიური ლაბორატორიის საგრანტო პროგრამა სამხრეთკავკასიელი ქალი ფოტოგრაფებისთვის 2020

© გრეგუარ ელუა / Tendance Floue. Ressac. 2008-2012.

მულტიმედიური ლაბორატორიის მე-3 საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეირჩა 7 სამხრეთკავკასიელი ქალი ფოტოგრაფი, რომელსაც გრეგუარ ელუა / Tendance Floue - ფრანგი ფოტოგრაფი გაუწევს მენტორობას.

საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს სამხრეთკავკასიელ ქალ ფოტოგრაფებს შექმნან ფოტო სერიები სხვადასხვა თემებზე: სექსუალური უმცირესობები, ქალთა ემანსიპაციაზე, COVID-19-ის კრიზისი, ოჯახური ძალადობა, ადამიანები და მათი გარემო, რეგიონში არსებული დაშორებული დასახლებები და სხვა სოციალურ თემები.

პროექტის ფარგლებში, თითოეული ფოტოგრაგი  6 თვის მანძილზე პროგრამის მენტორთან ინდივიდუალურ ონლაინ ლექციებს გაივლის.

 

მულტიმედიური ლაბორატორიის საგრანტო პროგრამა “ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციებისთვის” პროექტის ნაწილია, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი ახორციელებს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს. 

 

2020 წლის საგრანტო პროგრამის მონაწილეები არიან:

ელენე შენგელია
ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
თაკო რობაქიძე
აიტაკ ბეკმემედოვა
ჩიჩეკ ბაირამლი
მანე ჰოვჰანისიანი
ფირუზა ხალაპიანი

 

მულტიმედიური ლაბორატორიის საგრანტო პროგრამა დამწყები ქალი ფოტოგრაფებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანსა და  სომხეთიდან პროფესიული განვითარების  იშვიათ შესაძლებლობას აძლევს. ფოტო სერიის/პროექტის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილის შექმნილი სლაიდშოუ  მულტიმედიური არქივის - i-mediatheque- ის ნაწილი გახდება. 

 

პროგრამის ხანგრძლივობა
6 თვე
დასაწყისი:
მაისი 20. 2020 - ოქტომბერი 30. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე