გიორგი შენგელია
© გიორგი შენგელია. ბნელი ოთახი როგორც თავისუფალი სივრცე. 2020
ბნელი ოთახი როგორც თავისუფალი სივრცე
2020
გიორგი შენგელია 2020 წლის ბოლო ფოტოსერიაში - „შემთხვევითი პორტრეტები“ ექსპერიმენტალურ ბეჭდვით ტექნიკას მიმართავს. ეს სხვადასხვა ქიმიკატებით დამუშავებული,თითქმის მინიატურული ზომის გადანათებული, კიდეებში დამწვარი, ხანდახან დახეული გამოსახულებებისგან შექმნილი სერიაა. ეს სერია ფოტოგრაფის დამწვარი საოჯახო ფოტოალბომის აღდგენის მცდელობაა. უფრო სწორედ იმ ბუნებრიობის და გულრწფელობის გადმოცემის მცდელობა რომლითაც ნებისმიერი ოჯახური ფოტოალბომია დამუხტული. ექსპერიმენტების დროს ერთი კადრი რამდენჯერმე იბეჭდება და ყოველ ჯერზე სხვადასხვა შინაარსის მატარებელი ხდება. ბნელი ოთახის ფიზიკური სივრცე კი პირადი სივრცის ფუნქციას ითავსებს და სრულ არტისტულ თავისუფლებას იძლევა.