TPMM საუბრები: "შეხვედრის ადგილი: მთები"
გიორგი შენგელია
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გთავაზობთ TPMM საუბრების მორიგ შეხვედრას, რომლის მიზანი მაყურებლისა და ხელოვანების ერთ სივრცეში თავმოყრა და სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნაა.
2 თებერვალს, TPMM საუბრების შეხვედრის ფოკუსში გამოფენა “შეხვედრის ადგილი: მთები” მოექცევა.
“შეხვედრის ადგილი: მთები” მთიან აჭარაში გამართული იგივე სახელწოდების სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის შემაჯამებელი გამოფენაა, რომელიც ცხრა ქართველი და საერთაშორისო ხელოვანის, მკვლევრისა და ანთროპოლოგის ნამუშევრებს აერთიანებს.

მოწვეული ხელოვანები - ნესტან აბდუშელიშვილი, სანდრო თაყაიშვილი, სანდრო სულაბერიძე, გიორგი შენგელია და ნინი ხუროშვილი გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ისაუბრებენ რეზიდენციის ფარგლებში ნამუშევრებისა და გამოფენის შექმნის პროცესსა და გამოწვევებზე.
მთიან აჭარაში სახელოვნებო რეზიდენციები თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც 2023 წელს გაიმართა.
პროექტი ევროპული პლატფორმის MagiC Carpets და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი ევროპული პლატფორმის MagiC Carpets და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრას მოდერაციას ანა გაბელაია გაუწევს.
შეხვედრა ქართულ ენაზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
Upcoming
Feb 02. 2024 - Feb 02. 2024
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული.
Back