Please rotate your phone
გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები: კინეტიკური ენის დაბადაება

გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები: კინეტიკური ენის დაბადაება

2 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, თბილისის ფოტო ფესტივალთან ერთად გიწვევთ საჯარო ლექციების სერიაზე “გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები: კინეტიკური ენის დაბადება”, რომელსაც ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე გაუძღვება.

XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული გამომსახველობით ხელოვნებასა და ხელოვნების თეორიაში აქტუალური თემაა ახალი გამომსახველობითი ენის ძიება, რომელიც მისი არქაული შრეების თეორიულ და პრაქტიკულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ძიებებს სხვადასხვაგვარი მიზნები და დანიშნულებები აქვს თეორიულ დისკურსებსა და გამომსახველობით ხელოვნებაში, მათ უზარმაზარი ზეგავლენა აქვთ ერთმანეთზე, იმდენად, რომ არც ხელოვნების გაგებაა შესაძლებელი თეორიის მიუშველიებლად და არც ხელოვნებისგან მოწყვეტილი თეორიის.

საჯარო ლექციების სერია ორი მოხსენებისგან შედგება:
“მოძრავი სურათები - კინეტიკური ენის დაბადაება”, რომელიც 2 დეკემბერს ჩატარდა და “მეტყველი სურათები - ფიზიოგნომია”, რომელიც 8 დეკემბერსაა დაგეგმილი

დასწრება თავისუფალია.

 
Completed
Dec 08. 2023 - Dec 08. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
BackBack

Tbilisi Photography & Multimedia Museum

Stamba Hotel
14, M. Kostava St. Tbilisi 0108, Georgia
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

For Visitors

Monday-Friday 12.00-19.00 Weekends 14.00-20.00 Free entrance

Terms and conditions

privacy-policy

Stay in touch