Please rotate your phone

ფოტოგრაფიის დისტანციური კურსი მოზარდებისთვის

© გურამ წიბახაშვილი


გამოსახულების ფაბრიკა 

ფოტოგრაფიის უფასო დისტანციური კურსი მოზარდებისთვის 


„გამოსახულების ფაბრიკა“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის. მისი მიზანია მოზარდებს ფოტოგრაფიის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძვლები განუვითაროს და ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით რეალობის აღქმა და მასზე რეფლექსია ასწავლოს. მითუმეტეს, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ციფრული ტექნოლოგიების და ჭკვიანი მოწყობილობების გავლენით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 

“გამოსახულების ფაბრიკა“ მოზარდების ჯგუფს 4 კვირის მანძილზე, კვირაში ორჯერ შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ და განავითარონ პერსონალური ფოტო/მულტიმედიური პროექტები სხვადასხვა ჟანრებში - პორტრეტი, ქუჩის ფოტოგრაფია, კონცეპტუალური ფოტოგრაფია, კოლაჟი.

“გამოსახულების ფაბრიკის“ ონლაინ კურსი თეორიული და პრაქტიკული ლექციების სერიას აერთიანებს, რომელიც სპეციალურად არის ადაპტირებული ე.წ. ბლენდირებული სწავლების მოდელისთვის. 

მეცადინეობები ჩატარდება როგორც დისტანციურად ისე თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში. 

პრაქტიკული სავარჯიშოები - გადაღება, კომპოზიციის აწყობა, გამოსახულების არჩევა და მისი ანალიზი, ვიზუალური თხრობის თავისებურებები, მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობების კრეატიულ გამოყენება - ყველა ამ ეტაპს პროგრამის მონაწილეები მენტორებთან ერთად გაივლიან.


პროგრამის დასაწყისი: 16 ოქტომბერი

ლექციების რაოდენობა: 8

ლექციების დღე და დრო:  სამშაბათი და პარასკევი 17.00 საათზე

ლექციის ხანგრძლივობა: 60 წუთი  

ასაკობრივი ჯგუფი: 14-17 წელი 

ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 15 


პროგრამის ფარგლებში 6 ლექცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ბოლო 2 ლექცია თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში. თბილისს გარეთ მცხოვებ მოზარდებისთვის ბოლო ორი ლექცია დისტანციურად ჩატარდება.

ტექნიკური აღჭურვილობა პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის: 

მობილური ტელეფონი ან ფოტო კამერა

პროგრამის მენტორები: 

გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი/პედაგოგი

გიორგი გოგუა - მულტიმედია ჟურნალისტი/ფოტოგრაფი

 

ონლაინ პლატფორმა დისტანციური კურსისთვის:  ZOOM - www.zoom.us  

მასალის გაზიარებისთვის -  Google Drive, info@tpmm.ge , Facebook Tbilisi Photography & Multimedia Museum 


დეტალური ინფორმაცია პროგრამის მენტორების შესახებ - https://docdro.id/0BDGPkC 


რეგისტრაცია:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSffyRhi1tCoVNo7cG4J11d459H-uB0MwY5ccEHbzOM7VG3Nag/viewform 

 

კურსზე დარეგისტრირებული მოსწავლე ვალდებულია ყველა ლექციას დაესწროს.




"გამოსახულების ფაბრიკა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.


2018-2020 წლებში პროგრამის სალექციო კურსები ჩატარდა: სოფელი ზემონიქოზი, თიანეთი, ვარკეთილის მედიათეკა, დისტანციური კურსი.

https://tpmm.ge/ka/programme/-gamosaxulebis-fabrika-saganmanatleblo-programa-bavshvebistvis/

https://tpmm.ge/ka/programme/fotografiis-distanciuri-kursi-mozardebistvis- 


საკონტაქტო პირი - ელინა ვალაიტე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი/თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი

info@tpmm.ge

+995 599 311 768 

 

programme duration
4 კვირა
programme duration
1 საათი
BackBack

Tbilisi Photography & Multimedia Museum

Stamba Hotel
14, M. Kostava St. Tbilisi 0108, Georgia
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

For Visitors

Monday-Friday 12.00-19.00 Weekends 14.00-20.00 Free entrance

Terms and conditions

privacy-policy

Stay in touch