Please rotate your phone

ფოტოგრაფიის დისტანციური კურსი მოზარდებისთვის

გიორგი გოგუა


გამოსახულების ფაბრიკა 

ფოტოგრაფიის უფასო დისტანციური კურსი მოზარდებისთვის 

„გამოსახულების ფაბრიკა“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის. მისი მიზანია მოზარდებს ფოტოგრაფიის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძვლები  განუვითაროს და რეალობის აღქმა და გამოხატვა ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით ასწავლოს. მითუმეტეს, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ციფრული ტექნოლოგიების  და ჭკვიანი მოწყობილობების გავლენით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.  

“გამოსახულების ფაბრიკა“ მოზარდების ჯგუფს 4 კვირის მანძილზე შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ და განავითარონ პერსონალური ფოტო/მულტიმედიური პროექტები სხვადასხვა ჟანრებში  - პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი/Food Photography, კონცეპტუალური ფოტოგრაფია სახლიდან გაუსვლელად! 

“გამოსახულების ფაბრიკის“ ონლაინ კურსი თეორიული და პრაქტიკული ლექციების სერიას აერთიანებს, რომელიც სპეციალურად არის ადაპტირებული დისტანციური სწავლებისთვის.

პრაქტიკული სავარჯიშოები - გადაღება, კომპოზიციის აწყობა, გამოსახულების არჩევა და მისი ანალიზი, ვიზუალური თხრობის თავისებურებები, მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობების კრეატიულ გამოყენება თვითიზოლაციის პერიოდში - პროგრამის მონაწილეები მენტორებთან ერთად ყველა ამ ეტაპს გაივლიან. 


პროგრამის დასაწყისი: 9 მაისი  

ლექციების რაოდენობა: 4 

ლექციების დღე და დრო:  შაბათი, 15.00 (კვირაში ერთხელ)

ლექციის ხანგრძლივობა: 60-70 წუთი  

ასაკობრივი ჯგუფი: 14-17 წელი 

ჯგუფში მონაწილთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15 

 

ტექნიკური აღჭურვილობა პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის: 

მობილური ტელეფონი (ან ფოტო კამერა)

პროგრამის მენტორები: 

გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი

გიორგი გოგუა - მულტიმედია ჟურნალისტი/ფოტოგრაფი

ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია - ფოტოგრაფი/Food Photographer

 

ონლაინ პლატფორმა დისტანციური კურსისთვის: www.zoom.us  

მასალის გაზიარებისთვის -  Google Drive, info@tpmm.ge , Facebook - Tbilisi Photography & Multimedia Museum 

კურსზე დარეგისტრირებული მოსწავლე ვალდებულია ყველა ლექციას დაესწროს.

 

 

 



programme duration
4 კვირა
programme duration
1 საათი
BackBack

Tbilisi Photography & Multimedia Museum

Stamba Hotel
14, M. Kostava St. Tbilisi 0108, Georgia
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

For Visitors

Monday-Friday 12.00-19.00 Weekends 14.00-20.00 Free entrance

Terms and conditions

privacy-policy

Stay in touch