Please rotate your phone

ველოსიპედები ცვლილებებისთვის

ავტორი: მაგდა ხოლაგაშვილი, ანი მუთოშვილი
წელი: 2025
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:54

ჩვენი პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში გოგონების უფლებების დაცვა და მათი აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უფრო კონკრეტულად, პროექტი ველოსიპედით სარგებლობას ეხება. ხშირად, განსხვავებული აზრის გამო, გოგონები იჩაგრებიან და უწევთ უარი თქვან ველოსიპედით სარგებლობაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ბევრი გოგონა ჩავრთოთ ჩვენს პროექტში, ერთად დავძლიოთ სტერეოტიპები, რათა ამ გზით, გოგონებმა ყოველგვარი რიდის გარეშე შეძლონ ველოსიპედით გადაადგილება ხეობაში. 


ნამუშევრები შექმნილია პროექტის“Creative arts for shifting power for equality in marginalized communities of Georgia” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და მას თბილისის ფოტო ფესტივალი Save the Children International-თან პარტნიორობით ახორციელებს.

შვედეთის ინსტიტუტს პროექტის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე