Please rotate your phone

“თვალსაზრისი“ და 80-იანი წლების ფოტოგრაფიული ავანგარდი

ავტორი: იური მეჩითოვი
წელი: 1980-2008
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 04:58

1985 წელს, “პერესტროიკის“ რთულ და გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, როდესაც ხელოვნება, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მსგავსად, სრულ სტაგნაციას განიცდიდა, ქართულ სახელოვნებო ასპარეზზე ახალი ფოტოგრაფიული მოძრაობა-კოლექტივი “თვალსაზრისი” გამოჩნდა. ჯგუფის ყოველი გამოფენა საბჭოთა რეალობის აბსურდული მხარეების მხილება იყო, ცენზურის, თვითცენზურის და დოგმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი; “თვალსაზრისის“ მთავარი მიზანი კი - თანამედროვე ფოტოგრაფიული ენის შექმნა და დამკვიდრება. „ჩვენ გვინდა ფოტოგრაფია თანამედროვე სახვითი ხელოვნების ავანგარდში ჩავაყენოთ“- ეს იყო “თვალსაზრისის“ დევიზიც.
“თვალსაზრისის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი, ფოტოგრაფი იური მეჩითოვია. 80-იანი წლებიდან დღემდე, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, იგი ქართული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არტისტად არის აღიარებული. “თვალსაზრისთან“ ერთად, იური მეჩითოვი საბჭოთა პერიოდის დასასრულის ფოტოგრაფიულ ავანგარდში მოექცა, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოსტ საბჭოთა სივრცეში ფოტოგრაფიაში ახალი ტალღის დასაწყისიც.
უკანუკან
Pauce Meae

Pauce Meae

ავტორი სტეფან ბრიშო
ლტოლვილთა ნაკადი შენს ქალაქში

ლტოლვილთა ნაკადი შენს ქალაქში

ავტორი სირილ იაზბეკი
იდუმალი ხალხი, ურალ-მარი

იდუმალი ხალხი, ურალ-მარი

ავტორი ფიოდორ ტელკოვი
აღარავითარი შიში

აღარავითარი შიში

ავტორი მარგარეტ ლანსიკი
ლაბირინთის სუნთქვაში

ლაბირინთის სუნთქვაში

ავტორი ლინა ლარიო
სოფელი

სოფელი

ავტორი ლუკა ჩიუჰა

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე