Please rotate your phone

ტფილისის მოყვრულ ფოტოგრაფთა საზოგადოება

წელი: 1893-1906
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 05:15

1893 წელს, როდესაც თბილისში მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება დაარსდა, რუსეთის იმპერიის შემადგენელ გუბერნიებში მსგავსი პროფილის სულ რამდენიმე საზოგადოება არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ფოტოგრაფის პროფესიას ბევრი ადამიანი მისდევდა, თუმცა, საუკუნის მიწურულს, ფოტოგადაღების მეთოდების გამარტივებასთან ერთად, სამოყვარულო ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობაც გაიზარდა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფოტოგრაფიას თავიანთი კარიერული საქმიანობის პარალელურად მისდევდნენ და თვალს ადევნებდნენ დასავლეთში ფოტოგრაფიული პროცესების განვითარებას. მათ იცოდნენ, რომ ფოტოგრაფია სამეცნიერო პროგრესისა და ახალი ვიზუალური ესთეტიკის განუყოფელ ნიშნად იქცა. ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების მუშაობა სწორედ ამ ცოდნის გავრცელებას და ფოტოგრაფიის ხელმისაწვდომობის გაფართოებას ემსახურებოდა.
ნინო ძანძავა

უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
ოფისი: +995 599 311 768
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მუზეუმის საგამოფენო სივრცე და მედიათეკა ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე