სომხები გერმანიაში
ვიდეოს ხანგრძლივობა: 08:17
სომხეთი პატარა ქვეყანაა, 3 მილიონიანი მოსახლეობით. ამავდროულად მას ჰყავს უზარმაზარი დიასპორა. ქვეყნის გარეთ მცხოვრები სომხების რაოდენობა სჭარბობს სომხეთში მცხოვრებთა რაოდენობას. ზოგიერთ მათგანს სჯერა, რომ ერთ დღესაც დაუბრუნდება სამშობლოს, ზოგიერთმა კი არ იცის რას იზამს მომავალში. ბევრი მათგანი ცხოვრობს ორ ქვეყანას შორის. ეს ისტორია გერმანიაში მცხოვრებ სომხებზეა.
სლაიდშოუ შეიქმნა მულტიმედიური ლაბორატორიის საგრანტო პროგრამა სამხრეთკავკასიელი ქალი ფოტოგრაფებისთვის მაისი-ოქტომბერი 2019, იუსტინა მიელნიკიევიჩის/MAPS მენტორობით. მულტიმედიური ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ქალ ფოტოგრაფებს საგრანტო პროგრამას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფოტოგრაფებს თავიანთ ქვეყნებში სოციალურ თემატიკაზე ხანგრლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი დაფინანსდა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ.
ანაჰიტ ჰაირაპეტიანი