შუქი სკოლაში
ვიდეოს ხანგრძლივობა: 02:39
ჩვენი პროექტის მიზანია, სკოლაში ყველა საკლასო ოთახი განათებული იყოს. შუქის არარსებობა ხელს გვიშლის სწავლაში - ხშირად ვერ ვხედავთ რა წერია დაფაზე ან რვეულში, რაც გვიქვეითებს სწავლის სურვილს. უშუქობა განსაკუთრებით რთულია ზამთარში.
გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ამ პრობლემაზე და ეს საკითხი თვალსაჩინო გავხადოთ არა მარტო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, არამედ მთელი თემისთვის. შუქი ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმისთვის, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ნორმალური სასწავლო პირობები.
ჩვენი პროექტის მეშვეობით, გვჯერა, რომ მეტი ადამიანი გაიგებს ამ პრობლემის შესახებ და გაითვალისწინებს მოსწავლეების საჭიროებებს.
ნამუშევრები შექმნილია პროექტის“Creative arts for shifting power for equality in marginalized communities of Georgia” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და მას თბილისის ფოტო ფესტივალი Save the Children International-თან პარტნიორობით ახორციელებს.
შვედეთის ინსტიტუტს პროექტის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.
მედინა მარგოშვილი
ჰავა მუთოშვილი