სახლი დილით ადრე დავტოვე
ვიდეოს ხანგრძლივობა: 06:23
ფოტო კოლაჟი დაფუძნებულია ავტორის ბავშვობის მოგონებებზე, საოჯახო არქივსა და ფოტოებზე, რომლებიც მან ბოლო დროს გადაიღო. ავტორის მიზანია კავშირის აღდგენა წარსულსა და აწმყოს შორის.„ფოტო კოლაჟი დაფუძნებულია ჩემი ბავშვობის მოგონებებზე, საოჯახო არქივსა და ფოტოებზე, რომლებიც ბოლო დროს გადავიღე და რომლებიც გადაიქცნენ ჩემს ავტობიოგრაფიულ, ვიზუალურ მოგზაურობად ადგილებში, რომლებსაც ადრე სახლად მივიჩნევდი. წარმოდგენილი ნამუშევარი არის პერსონალური ისტორიის ფონზე დანახული დოკუმენტური ნარკვევი. ემიგრაციის თემამ საშუალება მომცა გავსულიყავი ჩემი პერსონალური ისტორიიდან - ეს არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის ისტორია, ეს გახლავთ იმ თაობის ისტორია, რომელიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში უკეთესი ცხოვრების იმედად. ჩემი მიზანია კავშირის აღდგენა, დაკარგული ფესვების პოვნა და წარსულის ფონზე აწმყოს შეცნობა.“
სლაიდშოუ შეიქმნა მულტიმედიური ლაბორატორიის საგრანტო პროგრამა სამხრეთკავკასიელი ქალი ფოტოგრაფებისთვის მაისი-ოქტომბერი 2019, იუსტინა მიელნიკიევიჩის/MAPS მენტორობით. მულტიმედიური ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ქალ ფოტოგრაფებს საგრანტო პროგრამას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფოტოგრაფებს თავიანთ ქვეყნებში სოციალურ თემატიკაზე ხანგრლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი დაფინანსდა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ.
© ლილიტ მატევოსიანი