Please rotate your phone

Roddy Scott Foundation

ავტორი: ჰუსეინ აჭიშვილი
წელი: 2022
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 04:23

ჩემი პროექტი ეხება ხეობაში არსებულ როდი სკოტის სახელობის ფონდს. ფონდი პანკისის ხეობაში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს (ასევე უფროსებსაც) ასწავლის ინგლისურ ენას, სრულიად უფასოდ.  მაგრამ, სამწუხაროდ, ფონდი სახელმწიფოსგან არ იღებს არანაირ ფინანსურ დახმარებას და ფონდს ხშირად ექმნება პრობლემები ფინანსური კუთხით, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას, ხოლო ფონდის დახურვა უდიდესი დარტყმა იქნება ხეობის მოსახლეობისათვის. როგორც მოგეხსენებათ, სკოლებში ინგლისურის სწავლების დონე არის ძალზედ დაბალი, ის ბავშვები, რომლებიც ამ ფონდში არ დადიან, ფაქტიურად ვერ საუბრობენ ინგლისურად.  ვიმედოვნებ, ჩემი პროექტით ხმას მივაწვდენ ადამიანებს, რომლებსაც გაუჩნდებათ ფონდისთვის დახმარების სურვილი და ფონდში არსებული პრობლემების გადაჭრას შევძლებთ.


ფოტოპროექტი განხორციელდა პროექტის “ვიზუალური თხრობა ცვლილებებისთვის პანკისის ხეობაში” ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით.



უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე