Please rotate your phone

ქალები პანკისიდან

ავტორი: სვეტლანა ბორჩაშვილი, გულიკო ხანგოშვილი
წელი: 2025
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 06:11

ჩვენი პროექტის მიზანია წარმოვაჩინოთ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების კულტურული და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და წარმატებული მაგალითები. ვიზუალური თხრობის მეთოდით შექმნილი ფოტო მასალა, ვფიქრობთ, მონაყოლზე უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იქნება.

ქისტების სამყაროს აღქმა, მათი კულტურა და ღირებულებები ეფუძნება შემდეგ ძირითად ცნებებს - ადამიანი და ღმერთი, ადამიანი და თემი, ადამიანი და ოჯახი. ეს არის სამი მნიშვნელოვანი საყრდენი, რომელთა გააზრება და შესრულება აყალიბებს ქისტი კაცის და ქისტი ქალის როლს, ფუნქციას და დანიშნულებას ამ სამყაროში. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქისტი ქალების მდგომარეობაზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ რომ ამ ქალებისათვის მნიშვნელოვანია მათი რელიგია, კულტურა, საზოგადოებრივი ღირებულებები. 

ქისტი ქალისთვის მნიშვნელოვანია იყოს პატივცემული, დაფასებული, ჰქონდეს არჩევანის უფლება. მის მიერ გაზიარებული თვითიდენტობის პატივისცემის კვალდაკვალ, მიეცეს წვდომა ისეთ შესაძლებლობებზე, როგორიცაა, განათლების მიღება, დასაქმება, საკუთარი თავის მეტად განვითარება, ძალადობისგან თავის დაცვა და ა.შ. 



უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე