მრავალფეროვნების სახე
ავტორი:
ნათელა გრიგალაშვილი
წელი: 2021
ქვეყანა: საქართველო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 02:41
ეს სერია, პანკისელი ქალების ახალი თაობის პორტრეტებს აერთიანებს. პროექტი მცდელობაა პანკისელი ქალების დემისტიფიკაცია მოახდინოს და, ამავდროულად, შეებრძოლოს იმ სტერეოტიპებს, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მიმართ აქვს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მეინსტრიმულ მედიაში მუსლიმი ქალების იმიჯი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის - იქნება ეს სიღატაკეში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა თუ ჰიჯაბით შემოსილი, წარმატებული ქალი - მუსლიმი ქალები ეგზოტიზირების მუდმივი ობიექტები არიან. ისინი მუდმივად ატარებენ ერთგვარ “იარლიყებს“ - „მორჩილი“ ან „თავისუფლებისთვის მებრძოლი“, „იზოლირებაში მცხოვრები“ ან „მეამბოხე“. ამ ორ უკიდურესობას შორის შუალედი იშვიათია. ჩემი პროექტის ფარგლებში მსურდა, რომ სწორედ ის ახალგაზრდა, თანამედროვე მუსლიმი ქალები გადამეღო, რომლებიც არ ერგებიან ამ უკიდურესობებსა და სტერეოტიპულ შეფასებებს. რადგან მსურდა მეჩვენებინა რამდენად მრავალფეროვანია რეალურად პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტი ქალების თემი.
გამოცემულია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პანკისის ხეობაში განხორციელებული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრება შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
© ნათელა გრიგალაშვილი