მარტო როგორც პალე
ვიდეოს ხანგრძლივობა: 02:55
“მარტო როგორც პალე“ გურამ წიბახაშვილის ფოტო სერიაა, რომელიც 1997 წელს არის გადაღებული ფრანკფურტში. გურამ წიბახაშვილის ინსპირაცია დანიელი მწერლის იენსი სიგსგორდის მოთხრობა გახდა. მოთხრობაში “პალე მარტოა ქვეყანაზე“ (1942წ) პატარა ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ერთ დღეს იღვიძებს და აღამოაჩენს, რომ სრულიად მარტოა ქალაქში. და მას შიში შეიპყრობს ადამიანებისგან დაცარიელებულ ქალაქში… “სწორედ ეს მოთხრობა გამახსენდა, ამბობს გურამ წიბახაშვილი, როდესაც 20 წლის წინ, ფრანკფურტში დილით გავედი ქუჩაში და ქალაქში არავინ იყო. ცარიელი ქალაქი დამხვდა, არცერთი ადამიანი. უცნაური შიშის გრძნობა დამეუფლა. გადაღება დავიწყე. ახლა კი, 23 წლის შემდეგ, კარანატინის რეალობამ - დაცარიელებულმა, ადამიანების გარეშე დარჩენილმა ქალაქმა დამაბრუნა ფრანკფურტში გადაღებულ ამ სერიასთან, რომელიც უცნაურად ჰგავს დღევანდელობას.“
© გურამ წიბახაშვილი