Please rotate your phone

მალე თენდება

ავტორი: ეკატერინე კოლესნიკოვა
წელი: 2022
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 01:54

მე ეკატერინე მქვია და მგონი საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ტყუპისცალი მყავს. ის ჩემზე 10 წუთით უფროსია. ტყუპთან ერთად ბავშვობა სახალისოა: საერთო გამოცდილებები, საერთო ინტერესები — ხანდახან სიზმრებსაც კი ერთნაირს ვხედავდით. "მალე თენდება" ერთგვარი დიალოგია ჩემსა და ჩემს ტყუპისცალ დას შორის. განსხვავებული დროითი პერიოდები და ადგილები იმ ძლიერი ფიზიკური და ემოციური კავშირების ფონს ქმნის, რომლებიც ამ გარემოცვებთან გამოგვიმუშავდა. რეალური სამყარო გარდაქმნილი და ვიზუალიზებულია ურთიერთობების იდეით და მისი შემადგენელი ისეთი ემოციებით, როგორიცაა სიყვარული, მელანქოლია, ბრაზი და მარტოობა.


ეკატერინე კოლესნიკოვა EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე