ირანელი მიგრანტები
ავტორი:
ნატა სოფრომაძე
წელი: 2019
ქვეყანა: საქართველო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:03
საქართველოში დაახლოებით 2000-მდე ირანელი ცხოვრობს - ეკონომიკური მიგრანტები, თავშესაფრის მაძიებლები, სტუდენტები, სამშობლოდან ძალადობასა და დისკრიმინაციას განრიდებული მოქალაქეები... თბილისში გადმოსული ირანელი მიგრანტები ძირითადად სარესტორნო საქმიანობით, ტურისტული მომსახურებით, სასტუმრო და სხვა მცირე ბიზნესით ირჩენენ თავს. ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, გამკაცრებულმა პოლიტიკამ საგრძნობლად შეამცირა ირანელი მიგრანტების რიცხვი და არასტაბილური გახადა მათი ყოფა საქართველოში. 2018 წელს, რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს; ამის მიზეზი ძირითადად საბუთების წესრიგში არქონაა.
საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
© ნატა სოფრომაძე