იმიგრანტების პორტრეტები
ვიდეოს ხანგრძლივობა: 05:06
1905-1920 წლებში ოგუსტუს ფ. შერმანი, რომელიც რეგისტრატურის მთავარი კლერკის თანამდებობას იკავებდა ელისის კუნძულზე, იღებდა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი იმიგრანტების პორტრეტებს. თავდაპირველად ეს ფოტოები გამოყენებული იყო იმიგრანტების რასების მიხედვით დასაჯგუფებლად, მაშინ, როდესაც იმიგრანტებთან დაკავშირებული კანონები გამკაცრდა. სურათები, რომლებიც ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ შემოგვინახა, ახლა ნათელს ფენენ იმ კულტურათა მრავალფეროვნებას, რომელმაც შეერთებული შტატები შექმნა.
1892-1954 წლებში ელისის კუნძული იმიგრაციის ინსპექციის სადგურს ითავსებდა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავალმა 12 მილიონზე მეტმა იმიგრანტმა გაიარა. რუმინელი მწყემსები, რუსი კაზაკები, ლაპლანდიელები, თავიანთ ფოლკლორულ სამოსში გამოწყობილი ბოშათა ოჯახები. 1905-1920 წლებში აუგუსტუს ფ. შერმანი, რომელიც რეგისტრატურის მტავარი კლერკის თანამდებობას იკავებდა ელისის კუნძულზე, მათ პორტრეტებს იღებდა. თავდაპირველად ეს ფოტოები გამოყენებული იყო იმიგრანტების რასების მიხედვით დასაჯგუფებლად, მაშინ, როდესაც იმიგრანტებთან დაკავშირებული კანონები გამკაცრდა. სურათები, რომლებიც ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის არქივმა შემოგვინახა, ახლა ნათელს ფენენ იმ კულტურათა მრავალფეროვნებას, რომელმაც შეერთებული შტატები შექმნა.
© ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა