იცხოვრე, შეიყვარე, ლტოლვილი
ავტორი:
ომარ იმამი
წელი: 2014
ქვეყანა: სირია
ვიდეოს ხანგრძლივობა: 04:17
სერიაში: „იცხოვრე, შეიყვარე, ლტოლვილი,“ ომარ იმამი სირიელი ლტოლვილების ჩვეულ რეპრეზენტაციას, ციფრებს, ანგარიშებსა და სტატისტიკას, ჰალუცინაციებით, შიშებითა და ოცნებებით ცვლის. ლტოლვილთა კარვებში, ლებანის გარშემო, ომარი კათარზისის პროცესის მეშვეობით მუშაობს ინდივიდებთან, რომლებსაც, მისი შეხედულებით, განკურნების უნარი აქვთ. იგი მათ სთხოვს, რომ გააცოცხლონ სიზმრები: სიზმრები გაქცევის შესახებ, სიზმრები კასტრირებასთან დაკავშირებით, სიზმრები სიყვარულსა და ტერორზე. მეჩხერი და სურრეალისტური სურათები აღვიძებენ ამ ადამიანების ყველაზე ღრმა და ბნელ შიდა სამყაროებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან და რომელთა ფესვებიც მიტოვებული სახლიდან შორს არის გადაჭიმული.
საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
© ომარ იმამი