გაზაფხულის 17 გაელვება
ავტორი:
დავით მესხი
წელი: 2016-2019
ქვეყანა: საქართველო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 04:33
ახტომასა და მიწაზე დაშვებას შორის მოქცეული აღმაფრთოვანებელი მომენტის სიტყვებით აღწერა რთულია. უწონადობის ეს ხანმოკლე შეგრძნება, როდესაც სხეული უმაღლეს წერტილს აღწევს, მომენტალურად ყოვნდება სანამ უკუ მიმართულებით წამოვა და გრავიტაცია მას ისევ მიწისაკენ დაქაჩავს, თუმცა ამ ბოლო მომენტს ჩემს ფოტოგრაფიაში ვერასოდეს იხილავთ... მტვრის კოსმოსი სატანვარჯიშო ხალიჩაზე, ყოველივე ამას მაგნიუმის ფხვნილი ბუნდოვანს ხდის. სხვა სამყაროდან მოვლენილი ქმნილებებივით, ნახევრად შიშველი, კარგად ნავარჯიშები სხეულები თითქოს ზეციდან ეშვებიან.
მესხის დამახასიათებელი გამოსახულებები მზის და მთვარის ახლოდან და შორიდან გადაღებულ ლანდშაფტებთანაა შეწყვილებული. ამ ლანდშაფტების ხასიათი და თვისებები ისევე ატყვევებენ ხელოვანს, როგორც ადამიანის სხეულის მოძრაობები. ისინი, ფაქტიურად, სხეულის გაგრძელებაა და ადამიანურს და ციურს სხვადასხვა მნიშვნელობებს და თვისებებს ანიჭებენ. ეს მფრინავი სპორტსმენები თითქოს სხვა სამყაროდან – საბჭოთა კავშირის გარედან შემოჭრილი სუპერ გმირები იყვნენ.

საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
© დავით მესხი