Please rotate your phone

ფრთხილად! გზა საშიშია

ავტორი: ელისო ქავთარაშვილი, მალიქა ქავთარაშვილი
წელი: 2025
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:06

პანკისის ხეობაში, ალაზნის მარცხენა მხარეს მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი ვიწრო გზის ერთი ნაწილი არის კლდოვანი, ხოლო მეორე მხარეს ჩამოდის მდინარე ალაზანი. მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ ამ გზის გავლა როგორც ფეხით ასევე მინი მარშუტკებით. აღნიშნულ გზაზე არ დგას არცერთი საგზაო ნიშანი, მოსახვევები არის უკიდურესად საფრთხის შემცველი გამვლელებისთვის. კლდოვანი ნაწილიდან ხშირად ხდება მასის ჩამოსვლა, რასაც თან ახლავს სისტემატურად ქვის ცვენა.

ჩვენი პროექტის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობას დავანახოთ, თუ რამდენად სასიცოცხლო საფრთხის შემცველია ეს გზა მოსახლეობისთვის, რათა სამომავლოდ გამოყონ ბიუჯეტში თანხა მისი რეაბილიტაციისთვის.

ნამუშევრები შექმნილია პროექტის“Creative arts for shifting power for equality in marginalized communities of Georgia” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და მას თბილისის ფოტო ფესტივალი Save the Children International-თან პარტნიორობით ახორციელებს.

შვედეთის ინსტიტუტს პროექტის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.




უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე