ფეხბურთელები უსამართლობის წინააღმდეგ
ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:43
2012 წელს, ახლადშექმნილ საფეხბურთო კლუბ „ელიტში“ სათამაშოდ, კამერუნიდან საქართველოში ფეხბურთელთა ჯგუფი მოიწვიეს. მოთამაშეები ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა მათი პირველი ნაბიჯი ევროპული საფეხბურთო კარიერისკენ. რეალურად კი, მათი ჩამოსვლა, ბოლო გაჩერება აღმოჩნდა ახალ სამყაროში. მათ ჩამოსვლისას აღმოაჩინეს, რომ კლუბს ოფიციალური სტატუსი არასოდეს მიუღია და ისინი უბრალოდ მოატყუეს. კონტრაქტის მიხედვით, მათ ეკუთვნოდათ: საცხოვრებელი, საკვები, ჯიბის ფული და ჯანმრთელობის დაზღვევა. რეალურად კი, თითქმის სრულად, საკუთარი თავის ამარა დარჩნენ და როგორც აცხადებენ, ხშირად, საკვების ფულიც არ ჰქონდათ. ისინი სახლთან ახლოს მდებარე სკოლის დირექტორს მოელაპარაკნენ, რომ სკოლის სათამაშო მოედანს გამოიყენებდნენ სავარჯიშოდ. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ მოატყუეს, მხოლოდ ერთმა მოახერხა სახლში დაბრუნება. დანარჩენებს, იმ მომენტისთვის, არ ჰქონდათ საკმარისი თანხა.
© იუსტინა მელნიკევიჩი