Please rotate your phone

ფაბულა

ავტორი: მანე ჰოვჰანისიანი
წელი: 2017-2019
ქვეყანა: სომხეთი
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 01:51

„ფაბულას“ მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანებსა და მათ სახლებს თუ გარშემო ნივთებს შორის არსებული ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა გადმოსცეს. ამ საკითხს განსხვავებული პერსპექტივებიდან შევხედე. პირველ რიგში, აქ ჩანს წყვილსა და ნივთებს შორის როლების ცვლა. მე იმ მომენტების დაჭერა და გამძაფრება ვცადე, როცა ადამიანები ტოტემებად იქცევიან, ხოლო ნივთები თითქოს ცოცხლდებიან. ამას გარდა, აქ გადმოცემულია ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა. იგივე წყვილი ორ სხვადასხვა ბინაშია გადაღებული. იმ რთულად შესამჩნევი განსხვავებების დოკუმენტირება მინდოდა, რომელიც მათ პოზებში შეინიშნება, როცა ორ სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან — გერმანიაში, რომელიც სამშობლოდ აირჩიეს და სომხეთში, საიდანაც წარმომავლობით არიან.


მანე ჰოვჰანისიანი EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე