დეკოტორა
ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:21
დეკოტორა, იგივე „Deko Torakku”, „მორთული სატვირთო მანქანის“ იაპონური ვერსიაა, რომელიც 70-იანი წლების იაპონიაში დაწყებული სუბკულტურის ნაწილია. თავდაპირველად, ეს სატვირთო მანქანები იღებებოდა სარეკლამო მიზნით, რომელიც ერთდროულად მიმზდიველიცაა და მიუღებელიც. მიმზიდველობა უკავშირდება ფერებითა და განათებით სავსე მძიმედ მორთულ სატვირთო მანქანებს, მიუღებლობა კი მძღოლებს, რომელთაც „ცუდი ბიჭის“ რეპუტაცია აქვთ.
დღეს, იმის გამო, რომ რეგულაციები კრძალავს ასეთ დეკორაციებს, მხოლოდ პატარა ბიზნესებს შეუძლიათ მისი გამოყენება თევზის ან ყვავილის მიწოდების მიზნით.
დეკოტორა არის ფოტოების სერია, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია იაპონიაში ყველაზე დიდ და ძველ ჯგუფზე - Utamarokai. ეს არის დოკუმენტაცია და იაპონური კულტურის ნაწილის არქივი, რომელიც ერთ დღეს გაქრება.
მულტიმედიური პროექტების სერია თბილისი ფოტო ფესტივალის და უვროპული პლატფორმის FUTURES თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წელს შეიქმნა.
© ჟული გლასბერგ