დედასამშობლო
ავტორი:
ტატიანა ტკაჩოვა
წელი: 2023
ქვეყანა: ბელორუსია
ვიდეოს ხანგრძლივობა: 02:07
დედაჩემი ბელარუსში, ტყის პირას დაიბადა. მან ჩემთვის ყველაფერი გაიღო. მე მას რამდენიმე წელი გაუჩერებლად ვუღებდი ფოტოებს. 2021 წლის მარტში ბელარუსის დატოვება მომიწია. მე ჟურნალისტი ვარ. უკან ვერ ვბრუნდები. მას მერე დედაჩემი აღარ მინახავს, მაგრამ ტელეფონით კვლავ ვლაპარაკობთ. ვიდეოზარებისას, როცა თავის ყოველდღიურობას მანახებს, ეკრანს ფოტოებს ვუღებ. ჩემი დილა იმ აუდიოჩანაწერებით იწყება ხოლმე, რომლებსაც დედა ყოველდღიურად მიგზავნის. ეს სურათები, თავისდა უნებურად, იმ სახლისადმი კავშირად მექცა, რომელიც მგონია, რომ სამუდამოდ დავკარგე. ეს იმ „დედა-სამშობლოსადმი“ მიძღვნილი ოდაა, რომელსაც არასოდეს დავკარგავ.
ტატიანა ტკაჩოვა EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.

საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
ტატიანა ტკაჩოვა