ჩვეულებრივად არაჩველებრივი ხეობის ქრონიკები
ავტორი:
ვახო ხეთაგური
წელი: 2021
ქვეყანა: საქართველო
ვიდეოს ხანგრძლივობა: 04:39
პანკისი თითქოს ჩვეულებრივი ხეობაა, თუმცა არაჩვეულებრივად ჩვეულებრივია. არაფრით გამორჩეული სხვა ხეობებისგან საქართველოში - ისეთივე ლამაზი, ისეთივე ჩუმი, ისეთივე დღე და ღამით, თავისი ისტორიით. დილით მზე აქაც ნება-ნება ამოიწევს და სხივები სოფლებს მოეფინა ვიდრე ხეობაში სიჩუმეა და ძაღლის ყეფაც არსაიდან ისმის. მერე ნელ-ნელა ყველაფერი ჩუმად ამორძრავდება: სახლებიდან გამოვლენ ადამიანები, გამორეკავენ საქონელს, ალაზანზე დაარწყულებენ და და მზის გულზე დააყენებენ, ძროხებმა სიამოვნებით რომ მიუფიცხონ მზეს შემცივნებული ზურგები. ხეობაც გაიღვიძიებს. უხმაუროდ. ხმაური აქ არასდროს არის. სიჩუმეა.
აქაც როგორც ყველაგან სხვაგან საქართველოში ადამიანებს უხარიათ და განიცდიან, სირთულეებს მიხედავად ღირსებით ცხოვრობენ, აწუხებთ უსამართლობის განცდა, ებრძვიან სიღარიბეს, ბევრს შრომობენ, ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას, პატივს სცემენ უფროსებს, უყვართ სამშობლო.
ჩემი პანკისში ჩასვლის მიზანი ის იყო, რომ მეჩვენებინა ეს ულამაზესი ხეობა და მისი საოცრად ღირსეული ხალხი მათი ყოველდღიურობით, რომელიც ისეთივე ჩვეულებრივია როგორც ყველგან სხვაგან საქართველოში და რომელიც მეინსტრიმული მედიისა და სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება როგორც ბევრი სხვა ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი ადგილი საქართველოში.
გამოცემულია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პანკისის ხეობაში განხორციელებული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრება შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

საავტორო უფლებების შესახებ:
უკან
© ვახო ხეთაგური