Please rotate your phone

ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)

ავტორი: ნაზიკ არმენაკიანი
წელი: 2021
ქვეყანა: სომხეთი
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 1:13

მე ჩემი ომი ვიომე… უპირველეს ყოვლისა, როგორც დედამ და არა — როგორც ფოტოგრაფმა. 27 სექტემბერი ჩემი უფროსი ბიჭის, მიკაიელის დაბადების დღე იყო. დილა საშინელი ამბით დაიწყო… მეგობრები, ნათესავები და სტუმრები ჩვენთან რომ შეიკრიბნენ, სამხედრო კომისარიატიდან სატელეფონო ზარებმაც არ დაახანა. ჩემი შვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი, რომ ფოტოგრაფია ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც გარშემო ხდებოდა. მეოცე დღეს თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს აღარაფერს წარმოვადგენდი, არც ადამიანს და არც ფოტოგრაფს. ყველაფერს ვკარგავდი, ნულად ვიქეცი. მხოლოდ დედა ვიყავი… მიკაიელის დაბრუნებიდან თვეები გავიდა, სანამ ფოტოგრაფობის სურვილი დამიბრუნდა.



ნაზიკ არმენაკიანი EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე