ახლად შობილი
ვიდეოს ხანგრძლივობა: 01:46
შენთვის წყნარად ცხოვრობ და მერე, მოულოდნელად, იმ ვირუსის შესახებ იგებ, რომელიც ადამიანებს კლავს. შეიძლება, თავიდან დიდ ყურადღებას არც აქცევ, მაგრამ ნელ-ნელა სულ უფრო გიჭირს იმის გააზრება, რა ხდება მსოფლიოში. მაგრამ მაინც ეს ყველაფერი შენგან ძალიან შორეული ჩანს, სანამ ერთ დღეს არ გაიღვიძებ და შენს ქვეყანაში მომხდარ პირველ შემთხვევაზე არ გაიგებ. ახლა უკვე პანდემია საოცრად ახლოსაა და მასთან ერთად — შიშიც. COVID-19-ის პანდემია რომ დაიწყო, ჩემი ცოლი შვიდი თვის ორსული იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ, ამ გლობალურ პანიკაში, დამატებითი საზრუნავიც გვქონდა. ერთადერთი რამ, რაც ყოველთვის მშველის, ფოტოგრაფიაა. ასე რომ, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და რაც კი გარშემო ხდებოდა, ყველაფრის აღბეჭდვა დავიწყე
ჰრანტ ხაჩატურიანი EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
Hrant Khachatryan