Please rotate your phone

არ დავაბინძუროთ სოფელი

ავტორი: იბრაგიმ დაქიშვილი, სალაჰუდინ ხოლაგაშვილი
წელი: 2025
ქვეყანა: საქართველო
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:25

ჩვენი პროექტის მიზანია ნაგვის დაყრის აღკვეთა და შედეგად გარემოს დაბინძურების შემცირება. დღეს ქუჩებში ხშირად ვხედავთ დაყრილ ნაგავს, რაც არა მხოლოდ თვალისთვის არის უსიამოვნო, არამედ ზიანს აყენებს გარემოსა და ცოცხალ არსებებს. ცხოველები ხშირად იკვებებიან ამ ნაგვით, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. შემდეგ ამ ცხოველებს, მაგალითად, ძროხებს, წველიან, რძე იყიდება და მას ადამიანები სვამენ. შედეგად, შესაძლებელია, რომ მათაც გადაედოთ სხვადასხვა დაავადება.

ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვუფრთხილდებოდეთ გარემოს. სამწუხაროდ, ზოგჯერ წესრიგის დამცველები თავად არღვევენ წესებს და ყრიან ნაგავს, რაც მიუღებელია. ეს ქცევა აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს და ჯარიმები დაწესდეს.

ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს თემის, ცხოველებისა და ფრინველების უკეთ დაცვას. საბოლოოდ, ნაკლები დაავადება გავრცელდება და ცხოვრება უკეთესი გახდება როგორც ადამიანებისთვის, ისე ბუნებისთვის.


ნამუშევრები შექმნილია პროექტის“Creative arts for shifting power for equality in marginalized communities of Georgia” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და მას თბილისის ფოტო ფესტივალი Save the Children International-თან პარტნიორობით ახორციელებს.

შვედეთის ინსტიტუტს პროექტის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე