აღვადგინოთ სკოლის ბუფეტი
ვიდეოს ხანგრძლივობა: 03:40
ჩვენი პროექტის მიზანია სხვებსაც გავაცნოთ ჩვენი სკოლის ბუფეტის პრობლემა. გვინდა, უფროსებმა და სკოლის დირექტორმა უკეთ დაინახონ, თუ რა გავლენას ახდენს ბუფეტის არარსებობა მოსწავლეებზე და აღადგინონ ის.
მოსწავლეები ხშირად მშივრები რჩებიან, რადგან გაკვეთილები დილის 9 საათზე იწყება და ზოგჯერ საუზმობას ვერ ასწრებენ. დღის განმავლობაში კი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამატებით წრეებზე დადის, წახემსების საშუალება საერთოდ არ არსებობს. შედეგად, ბავშვები ხშირად მთელი დღე - დილიდან საღამომდე - მშივრები რჩებიან.
ჩვენი პროექტით გვინდა ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის ბუფეტის არსებობა ბავშვებისთვის.
ნამუშევრები შექმნილია პროექტის“Creative arts for shifting power for equality in marginalized communities of Georgia” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და მას თბილისის ფოტო ფესტივალი Save the Children International-თან პარტნიორობით ახორციელებს.
შვედეთის ინსტიტუტს პროექტის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.
სოფია ცხადაძე
ამინა მუთოშვილი
მარხა ცისკარაშვილი