„… და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები”
ავტორი:
კრისტიან ბარანი
წელი: 2018
ქვეყანა: საფრანგეთი
ვიდეოს ხანგრძლივობა: 49:09
„… და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“–თანამედროვე გამოსახულების საშუალებით საქართველოს უახლესი ისტორიისა და არსებული რეალობის გააზრების მცედოლობაა. და ასევე 2004 წლის იმ ვითარებასთან თუნდაც წარმოსახვით დაბრუნების ცდაა, როდესაც დიდი ლიახვის ხეობის ერთი პატარა, ჩვეულებრივი სოფელი კეხვი სხვა სოფლებთან ერთად ჯერ კიდევ არსებობდა და ჩვენ ტყვიების ზუზუნში ცაში ვარსკვლავებს მიჩერებულნი რას ვიფიქრებდით, რომ რამდენიმე წელიწადში საოკუპაციო ხაზი საქართველოს ტერიტორიას 350 კილომეტრის სიგრძეზე გადასერავდა და სოფლებს, სახლებს, ვაშლის ბაღებს, სასაფლაოებს, მთებსა და ტყეებს, ათასობით ადამიანის ცხოვრებას შუაზე გახლეჩდა; ჩვენ კიამ პროექტზე ვიმუშავებდით და მას დავარქმევდით „… და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“– ფინალურ სტრიქონს დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ “ჯოჯოხეთის“ ბოლო სიმღერიდან.
საავტორო უფლებების შესახებ:
© Christian Barani