სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის ჰაბის მედიათეკა
მულტიმედიური არქივი
მულტიმედიური აქრივი თანამედროვე ფოტოგრაფიის უმდიდრეს კოლექციას აერთიანებს მულტიმედიური პროექტების/სლაიდშოუების ფორმატში. მათ შორის, სამხრეთ კავკასიელი და საერთაშორისო ფოტოგრაფების სლაიდშოუებიც არის. კოლექცია თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიების “ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ნაჩვენები სლაიდშოუების საფუძველზე დაკომპლექტდა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმადგენელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიაენებს. მედიათეკაში თავმოყრილი მულტიმედიური პროექტები ფართო პუბლიკისთვის არის ხელმისაწვდომი და მათი კონსულტაცია და ნახვა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მედიათეკაშიც არის შესაძლებელი.
i-mediatheque ონლაინ მულტიმედიური არქივია, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიის უმდიდრეს კოლექციას აერთიანებს მულტიმედიური პროექტების/სლაიდშოუების ფორმატში. მათ შორის, სამხრეთ კავკასიელი და საერთაშორისო ფოტოგრაფების სლაიდშოუებიც არის. კოლექცია თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიების “ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ნაჩვენები სლაიდშოუების საფუძველზე დაკომპლექტდა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმადგენელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიაენებს.
i-mediatheque-ის მეშვეობით, PHEI -ის უნიკალური მულტიმედიური პროექტების კოლექცაა, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ მომხმარებლისთვის.
i-mediatheque-ის კოლექციები პერიოდულად PHEI-ის ერთ-ერთი პროგრამის მულტიემდიური ლაბორატორიის საგრანტო პროგრამის ფარგელბში დაფინანსებული ფოტო პროექტების საფუძველზე შექმნილი მულტიმედიური პროექტებით.
ფოტო წიგენების ბიბლიოთეკა
ფოტო წიგნების ბიბლიოთეკა PHEI -ის მედიათეკის ნაწილია.
ფოტო წიგნების უნიკალური ბიბლიოთეკა დონაციის სახით გადასცა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმს არაერთმა ფოტოგრაფმა, კურატორმა თუ ფოტო ინსტიტუციამ.
ფრანსუაზა რენო - ფოტო კურატორი, პარიზის ისტორიის მუზეუმის ფოტო დეპარტამენტის შემქმნელმა (საფრანგეთი)
გინტარას ჩისონისი -კაუნასის ფოტო გალერეიის და ლიეტუველი ფოტოგრაფების ასოციაციის დირექტორი (ლიეტუვა)
ლუბისა დანილოვიჩ - ფოტოგრაფი / Tendance Floue (საფრანგეთი)
გრეგუარ ელუა - ფოტოგრაფი /Tendance Floue (საფრანგეთი)
გამომცემლობა Xavier Barral (საფრანგეთი)
პატრიკ ბუტელუ - Circad (საფრანგეთი)
Hippolyte Gallery (ფინეთი)
მარტა ჯილი – არლის ფოტოგრაფიის ნაციონალური სკოლის ხელმძღვანელი, Jeu de Paume ყოფილი დირექტორი (საფრანგეთი)
თამარ ლოთქიფანიძე (საქართველო)
ლიკა მამაცაშვილი - კურატორი (საქართველო)
იუსუფ სევინჩლი - ფოტოგრაფი (თურქეთი)
ალენ ვიომ- ფოტოგრაფი / Tendance Floue (საფრანგეთი)
იერუნ კამერი - Kummer & Herrman (ჰოლანდია)
კარენ მირზოიანი - Mizroyan Library (სომხეთი)
კაროლინა პუჩალა-როჟეკი - Fundacja Archeologia Fotografii (პოლონეთი)
აგნეშკა რაის - Sputnik Photos (პოლინეთი)
ფოტო წიგნების ბიბლიოთეკა უნიკალური გამოცემის კოლექციას აერთიანებს და ერთადერთია სამხრეთ კავაკსიის მთელ რეგიონში.
ბიბლიოთეკაში თავმოყრილია 1000-ზე მეტი წიგნი, დაწყებული ფოტოგრაფიის ოსტატების მონოგრაფიებით (ეჟენ ატჟე, ანრი კარტიე-ბრესონი, დაიან არბუსი. ირვინგ პენი, ბეტინა რემსი, რობერტ ფრენკი, რობერტ დუანო, ჯეინ ეველინ ატვუდი და ა.შ.), თანამედროვე, დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრების კატალოგებით.
ბიბლიოთეკაში დაცულია 100-ზე მეტი წიგნი ლიეტუვიდან. აღსანიშნავია ამ ქვეყნის მდიდარი მემკვიდრეობა ფოტოგრაფიაში და წვლილი, რომელიც ლიეტუვამ წიგნის გამოქვეყნების ცოდნასა და პროგრესში შეიტანა. ამ უნიკალურ კოლექციაში შედის ისეთი ფოტოგრაფების წიგნები, როგორებიც არიან: ვიტას ლუცკუსი, რიმუალდას პოჟერსკისი, მინდაუგას კავალიაუსკასი, ანტანას სუტკუსი, ალექსანდრას მაჩიაუსკასი და ა.შ.
კოლექციაში, მოდერნისტული და თანამედროვე ფოტოგრაფია, წარმოდგენილია მონოგრაფიებით, საგამოფენო კატალოგებით და თეორიული და ტექნიკური პუბლიკაციებით.
ჩვენს თაროებზე შეხვდებით წამყვან გამომცემლობებს: Editions Xavier Barral, Chronicle Books, Filigranes, Nai010, MASA Publications, Steidl, Actes Sud, Phaidon Press და Thames & Hudson.
ფილმოთეკა, ძირითადად, ფოტოგრაფიის ისტორიაზე, ფოტოგრაფიის მეტრებზე და მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ მანიფესტაციებზე შექმნილი ფილმების კოლექციას გააერთიანებს.