Please rotate your phone

„მთებს მიღმა: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია. ნაწილი I”


სამხრეთ კავკასიელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა წარმოდგენილი იქნება 3 ნაწილად: თანამედროვე, საბჭოთა და მე-19 საუკუნის ფოტოგრაფია.

პროექტის მიზანია, თავი მოუყაროს, როგორც რეგიონის ვიზუალური კულტურის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას, ასევე თანამედროვე დინამიკურ ფოტოგრაფიულ სცენას.

2019 წლის სექტემბერში გამოფენის პირველი ნაწილი, ანა შპაკოვას კურატორობით, ნაჩვენები იყო თბილისის მე-10 ფოტო ფესტივალის ფარგლებში. გამოფენაში - „მთებს მიღმა: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია. ნაწილი I” 25 ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის ნამუშევრები გაერთიანდა. პროექტის განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ მედია პლატფორმა “ჩაი ხანა“ და “სალაამ სინემა“ - ახალი დამოუკიდებელი პლატფორმა აზერბაიჯანში, რომელიც გახსნილია გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის მხარდაჭერისთვის ვიზუალურ ხელოვნებაში და საგანმანთლებლო პრგორამებში.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ეს პროექტი უნიკალური ინიციატივაა, რომელიც ერთ სივრცეში კრებს სამხრეთ კავკასიაში მომუშავე ხელოვანებს. გამოფენა აერთიანებს იმ ფოტოგრაფების 20-ზე მეტ პროექტს, რომლებიც მუშაობენ განსხვავებულ ფოტოგრაფიულ ჟანრებში: ფოტოჟურნალისტიკიდან, პერსონალურ დოკუმენტურ ფოტო პროექტებმადე, ვიდეო არტის და მულტიმედიური ნამუშევრების ჩათვლით.

პროექტი ხელს უწყობს კავკასიის რეგიონში მომუშავე ფოტოგრაფების ახალი თაობის დიალოგს, რომლებიც არ ერიდებიან მწვავე საკითხებზე მუშაობას. ეს თემები მოიცავენ თანამედროვე საზოგადოებისა და ტრადიციული ღირებულებების ცვლილებას; გენდერს (ქალთა უფლებებსა და მასკულინიზმზე აქცენტით), თანამედროვე კონფლიქტებსა და იმიგრაციას, ასევე უმცირესობებს, რომლებიც უარყოფილები და მარგინალიზებულები არიან. ეს არის მცდელობა, რომ გამოფენის მეშვეპბით შეიქმნას რეგიონის განსხვავებული ხედვა.

კურატორის ტექსტი:


სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, პირველად შეკრებილი ნამუშევრები, გვთავაზობენ ინტიმურ სერიას ერთ სივრცეში, რომელიც გვიწვევს, აღმოვაჩინოთ და დავინახოთ სხვები, როგორც ჩვენი ალტერნატიული ვერსიები.

გამოფენის მთავარი იდეაა, რომ აქცენტი გააკეთოს შესწავლილი თემების დიაპაზონზე და თავი მოუყაროს ავტორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თავიანთ საზოგადოებებსა და კულტურაში ერთმანეთის მსგავს საკითხებს სწავლობენ. განსხვავებული აზრებისა და შედარებების ამგვარი დაპირისპირება გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა რაკურსიდან... “

გამოფენა - „მთებს მიღმა: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია. ნაწილი I”, არის სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბის განათლებისა და ინოვაციისთვის პროექტის ნაწილი და მისი ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში.

სამხრეთ კავაკსიური ფოტოგრაფიის გამოფენის მეორე და მესამე ნაწილი, რომელიც საბჭოთა პერიოდს და მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, 2020-21 წლებში იქნება ნაჩვენები.

ანა შპაკოვა, 2019

გამოფენაში მონაწილე არტისტების სია:

სომეხი არტისტები:

ანაჰიტ ჰაირაპეტიანი
ნაზიკ არმენაკიანი
არეგ ბალაიანი
ერიკ გრიგორიანი
მერი აღახანიანი
ფირუზა ხალაპიანი
კარენ მირზოიანი

აზერბაიჯანელი არტისტები: 

რენა ეფფენდი
სიტარა იბრაჰიმოვა
ილკინ ჰუსეინოვი
ლეილი გაფაროვა
ზამირ სულეიმანოვი
აგილ აბდულლაევი
ეჰთირამ ჯაბი
ელთურან მამადოვი

ქართველი არტისტები:

დინა ოღანოვა
ნატა სოფრომაძე
ანკა გუჯაბიძე
თაკო რობაქიძე
ლადო ლომიტაშვილი
ომარ გოგიჩაიშვილი
ნიკოლოზ ურუშაძე
ტბელ აბუსერიძე
სერა ძნელაძე
დასაწყისი:
სექტემბერი 20. 2019 - ოქტომბერი 11. 2019
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე