Please rotate your phone

ფოტოგრაფიის დისტანციური კურსი მოზარდებისთვის / პროგრამის პირველი გამოშვება

© გიორგი გოგუა

გამოსახულების ფაბრიკა“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის. მისი მიზანია მოზარდებს ფოტოგრაფიის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძვლები განუვითაროს და ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით რეალობის აღქმა და მასზე რეფლექსია ასწავლოს. მითუმეტეს, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ციფრული ტექნოლოგიების და ჭკვიანი მოწყობილობების გავლენით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

“გამოსახულების ფაბრიკა“ მოზარდების ჯგუფს 4 კვირის მანძილზე შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ და განავითარონ პერსონალური ფოტო/მულტიმედიური პროექტები სხვადასხვა ჟანრებში - პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი/Food Photography, კონცეპტუალური ფოტოგრაფია სახლიდან გაუსვლელად!

“გამოსახულების ფაბრიკის“ ონლაინ კურსი თეორიული და პრაქტიკული ლექციების სერიას აერთიანებს, რომელიც სპეციალურად არის ადაპტირებული დისტანციური სწავლებისთვის.

პრაქტიკული სავარჯიშოები - გადაღება, კომპოზიციის აწყობა, გამოსახულების არჩევა და მისი ანალიზი, ვიზუალური თხრობის თავისებურებები, მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობების კრეატიულ გამოყენება თვითიზოლაციის პერიოდში - ყველა ამ ეტაპს პროგრამის მონაწილეები მენტორებთან ერთად გაივლიან.


პროგრამის დასაწყისი: 7 მაისი - 28 მაისი

ლექციების რაოდენობა: 4 

ლექციების დღე და დრო:  ხუთშაბათი, 19.00  საათი (კვირაში ერთხელ)

ლექციის ხანგრძლივობა: 60-70 წუთი  

ასაკობრივი ჯგუფი: 14-17 წელი 

ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 16

 

ტექნიკური აღჭურვილობა პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის: 

მობილური ტელეფონი ან ფოტო კამერა

ონლაინ პლატფორმა დისტანციური კურსისთვის: www.zoom.us  

პროგრამის მენტორები: 

გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი/პედაგოგი

გიორგი გოგუა - მულტიმედია ჟურნალისტი/ფოტოგრაფი

ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია - ფოტოგრაფი/Food Photographer

 

პროგრამის კურატორი: ელინა ვალაიტე, სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი - თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი.

"გამოსახულების ფაბრიკა" თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პროექტის“სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.


პროგრამის მონაწილეების მიერ შესრულებული ფოტო პროექტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.


პროგრამის ხანგრძლივობა
4 კვირა
პროგრამის ხანგრძლივობა
60-70 წთ
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე