Please rotate your phone

ფოტოგრაფიის დისტანციური კურსი მოზარდებისთვის / პროგრამის მეორე გამოშვება

© გურამ წიბახაშვილი

„გამოსახულების ფაბრიკა“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის. მისი მიზანია მოზარდებს ფოტოგრაფიის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძვლები განუვითაროს და ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით რეალობის აღქმა და მასზე რეფლექსია ასწავლოს. მითუმეტეს, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ციფრული ტექნოლოგიების და ჭკვიანი მოწყობილობების გავლენით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 

პროგრამის მეორე გამოშვების ფარგლებში მოზარდების ჯგუფს 4 კვირის მანძილზე, კვირაში ორჯერ შესაძლებლობა მიეცა გადაეღოთ და განევითარებინათ პერსონალური ფოტო/მულტიმედიური პროექტები სხვადასხვა ჟანრში - პორტრეტი, ქუჩის ფოტოგრაფია, კონცეპტუალური ფოტოგრაფია, კოლაჟი.

“გამოსახულების ფაბრიკის“ ონლაინ კურსი თეორიული და პრაქტიკული ლექციების სერიას აერთიანებს, რომელიც სპეციალურად არის ადაპტირებული დისნატიუცი სწავლებისთვის.

პრაქტიკული სავარჯიშოები - გადაღება, კომპოზიციის აწყობა, გამოსახულების არჩევა და მისი ანალიზი, ვიზუალური თხრობის თავისებურებები, მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობების კრეატიულ გამოყენება, მასალის სელექცია  ყველა ეს ეტაპი პროგრამის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად გაიარეს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 16 ოქტომბერი - 10 ნოემბერი
ასაკობრივი ჯგუფი: 14-17 წელი 
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 10

 

ტექნიკური აღჭურვილობა პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის: 

მობილური ტელეფონი ან ფოტო კამერა
ონლაინ პლატფორმა დისტანციური კურსისთვის: www.zoom.us  

პროგრამის მენტორები: 

გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი/პედაგოგი
გიორგი გოგუა - მულტიმედია ჟურნალისტი/ფოტოგრაფი

პროგრამის კურატორი: ელინა ვალაიტე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი



პროგრამის მონაწილეების მიერ შესრულებული ფოტო პროექტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე

"გამოსახულების ფაბრიკა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.











პროგრამის ხანგრძლივობა
1 თვე
დასაწყისი:
ოქტომბერი 16. 2020 - ნოემბერი 10. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე