Please rotate your phone
წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ პრეზენტაცია

წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ პრეზენტაცია

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გამომცემლობის “ზებრა“ ახალი წიგნის - „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს ავტორთან, რეჟის ჟანტესთან ერთად ჟურნალისტი ნატალია ანთელავა წარადგენს.

წიგნი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მიმდინარეობისას დაიწერა. მასში ასევე გამოყენებულია ადრინდელი, რამდენიმე წლის მანძილზე მომზადებული რეპორტაჟები, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიტიკური ანალიზი; ასევე სხვადასხვა მეცნიერის, ჟურნალისტისა და სპეციალისტის ნამუშევარი თუ კვლევა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
“ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ მკითხველს უკრაინის პრეზიდენტის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს; წიგნის მეშვეობით მკითხველი ასევე მის ოჯახს, სამეგობრო წრეს და თანამოაზრეებსაც გაიცნობს; გაიგებს მეტს მის ბავშვობის, სამსახიობო კარიერაში თუ პოლიტიკაში გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ.

და მაინც, ვინ არის კაცი, რომელზეც ამჟამად, ნაწილობრივ, ევროპის ბედია დამოკიდებული? ამ შეკითხვაზე პასუხს მკითხველი წიგნში "ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში" ამოიკითხავს. წიგნის ავტორები შესაძლებლობას გვაძლევენ აღმოვაჩინოთ და ახლო მანძილიდან დავინახოთ ეს უჩვეულო ადამიანი, რომელმაც ორჯერ მოირგო უკრაინის პრეზიდენტის როლი ...
წიგნი ფრანგულ ენაზე 2022 წლის მაისში გამოიცა; მისი ავტორები არიან ფრანგი ჟურნალისტები რეჟის ჟანტე - პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი და სტეფან სიოანი - რუსულ-უკრაინული ომის რეპორტიორი.

სიმბოლურია, რომ წიგნის წარდგენა ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება, რომლის ფოკუსშიც ამჟამად უკრაინაა ორი მნიშვნელოვანი გამოფენით. მათ შორის: პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მიელნიკიევიჩის "ნაპირებს შორის მიედინება უკრაინა" და უკრაინელი ხელოვანების - ანდრი და ლია დოსტლიევების "ნაომარი ჭრილობების დაამება".

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ფრანგი ფოტოგრაფების, რაფაელ იაგობზადესა და ადრიან ვოტიერის უკრაინაში 2022 წელს გადაღებული ფოტოები.

 
დასრულებული
ოქტომბერი 28. 2022 - ოქტომბერი 28. 2022
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა“
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე