Please rotate your phone
Under the White Moon of March: The Chronicles of Protest

Under the White Moon of March: The Chronicles of Protest

David Mdzinarishvili
გამოფენა “Under the White Moon of March: The Chronicles of Protest “, 6 მარტს თბილისში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ნაწილიც არის და მისი ქრონიკაც. მოვლენების მიმდინარეობის პარალელურად დაგეგმილი გამოფენა ფოტოგრაფების დიდი ჯგუფის ნამუშევრებს გააერთიანებს და ის საპრტოტესტო მოძრაობის განვითარებასთან ერთად შეიცვლება - ექსპოზიციას დაემატება ფოტოები, რომლებიც პროტესტის დინამიკას ასახავს.


გამოფენაში მონაწილეობენ:

ლანა ბლიაძე
მარიამ გიუნაშვილი
გიორგი გოგუა / 64
ნიკოლო ვინჩენცო მალესტუტო
იუსტინა მიელნიკიევიჩი
კრისტინა მორჩილაძე
გურამ მურადოვი / Civil.ge
დავით მძინარაშვილი / Anodolu Agency
გიორგი ნაკაშიძე
დინა ოგანოვა
თამარ ოქროპირიძე
მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება
ჯუდა ხატია ფსუტური
დათო ქორიძე / რადიო თავისუფლება
გიორგი შენგელია
გურამ წიბახაშვილი
იკა ხარგელია


საპროტესტო მოძრაობა, რომელიც 6 მარტს დაიწყო, მარგინალი პოლიტიკოსების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ინიცირებულ კანონზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქციაა. კანონი წინააღმდეგობაშია სახელწიფოებრივ კურსთან და კონსტიტუციით გამყარებულ მისწრაფებასთან - საქართველომ ევროინტეგრაციის კურსით იხელმძღვანელოს.


კანონის წინააღდეგ დაწყებული მოძრაობა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული ორმაგი სტანდარტებით გაჯერებული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მასიურ გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უკვე მიიღო საყოველთაო ხასიათი, სამოქალაქო საზოგადოების 3 თაობას აერთიანებს და მიზნად ისახავს საქრთველოს ევროპული არჩევანის დაცვას და გამყარებას!


ვინაიდან ევროპა თანამედროვე საქართველოს არჩევანია! ჩვენ ვიბრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას განათლებული, მრავალფეროვანი, გახსნილი და ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის, რომელიც თავისუფლების იდეითა და ჰუმანისტური ღირებულებებით არის ნასაზრდოები.

ჩვენ არ დავიღლებით გავიმეოროთ - არა რუსეთს!


ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღი, ურყევ სიმტკიცესთან ერთად, ვიზუალური თხრობაა, რომელიც არა მხოლოდ რეალობაში განვითარებული მოვლენების დოკუმენტაციის, არამედ ამ რეალობაზე დაფიქრებისა და მისი უკეთ გააზრების უნიკალურ შესაძლებლობასაც ქმნის. ამ სიმტკიცის და პროფესიული გამბედაობის მაგალითია თითოეული ის ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაში გაერთიანდა. ისევე როგორც, ყველა სხვა ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, ვინც საპროტესტო მოძრაობას აშუქებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად.


გამოფენის სათაური კი, ჰაიკუს მეტრის - მაცუო ბაშოს ერთ-ერთი ლექსით არის ინსპირირებული, სადაცსავსე მთვარის თერთ შუქზე, შიროს გაღვიძება, დიდი გამოღვიძების, გამოფხიზლების სიმბოლო ხდება.

თბილისში საპროტესტო მოძრაობის დასაწყისი სწორედ სავსე მთვარეს დაემთხვა.

მიმდინარე
მარტი 10. 2023 - მარტი 28. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე