Please rotate your phone
“სინათლე თითქოს შორს არის” კრისტიან ბარანი

“სინათლე თითქოს შორს არის” კრისტიან ბარანი

“სინათლე თითქოს შორს არის“ ქალაქ წყალტუბოს პოეტურ - რეალისტური ქრონიკაა.  ეს მულტიმედიური, მრავალეკრანიანი ინსტალაცია  სპეციალურად შეიქმნა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამოსაფენად 2016 და 2017 წლებში გადაღებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე. ცნობილი ფრანგი ვიდეო არტისტი კრისტიან ბარანი ამ დოკუმენტურ - პოეტურ ფილმში საკურორტო ქალაქის წარსულსა და ამჟამინდელი კოლაფისი მდგომარეობებს შორის არსებულ კონტრასტებს იკვლევს. იმ ქალაქის კონტექსტში, რომელიც სტალინის გადაწყვეტილებით საბჭოთა რეჟიმის პერიოდში საკავშირო მიშვნელობის კურორტად იყო აღიარებული. 

ერთ დროს ცნობილი კურორტი თავისი მონუმენტური სანატორიუმებით, რომელსაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი თხუტმეტივე რესპუბლიკიდან სტუმრობდნენ დამსვენებლები, დღეს ათობით ათასი აფხაზეთიდან დევნილის თავშესაფარად არის გადაქცეული. 

სწორედ წარსულსა და აწმყოს შორის არსებული კონტრასტების მეშვეობით იკვლევს კრისტიან ბარანი ამ მრავალშრიან  ნამუშევარში ქალაქის პოსტმოდერნისტულრეალობას - არქეტიპულს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის. 

“სინათლე თითქოს შორს არის“ ერთის მხრივ, ფლორისგან  ანარქისტულად დაპყრობილი  ურბანული პეიზაჟისა და,  მეორე მხრივ, წყალტუბოს მიტოვებულ სანატორიუმებში იძულებით გადადგილებული პირების გადარჩენისთვისბრძოლის პარალელებს ქმნის. 

ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა და ადამიანის უნარი იბრძოლოს გადარჩენისთვის ნებისმიერ მოცემულობაში - კრისტიან ბარანის ნამუშევრების წამყვანი  თემაა. ეს ფილმის “სინათლე თითქოს შორს არის“ მთავარი თემაც არის. ეროვნული არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ვიზუალური ისტორიის კონტექსტში ამ ნამუშევარს ისტორიული მნივშნელობაც აქვს - გამოცხადებულირეკონსტრუქციის ფონზე, რომელიც, სავარაუდოდ, საბოლოოდ შეცვლის საკურორტო ქალაქს, კრისტიან ბარანის ფილმი წყალტუბოს ჯერ კიდევ ავთენტური არქიტექტურული სახის ამსახველი ერთ-ერთი ბოლო და სრული დოკუმენტური ქრონიკა იქნება. 

“რეალისტური პოეზია“ ფრანგი ვიდეო არტისტის კრისტიან ბარანის არტისტული მეთოდია, რომელიც დოკუმენტური ფილმის სპეციფიკის და ვიზუალურ ხელოვნების კომბინაციაა. ბარანის მეთოდი წინასწარ მოფიქრებული სცენარის გარეშე გადაღების პრაქტიკას გულისხმობს. ხელოვანი მიზნად ისახავს გადაღების დროს ფიზიკური და ემოციური გამოცდილების  ზუსტად გადმოცემას ფილმში. 

მისი გამოცდილება ფიზიკურია, როდესაც იგი სივრცეებში, ტერიტორიებზე გადაადგილდება; და აემოციურია, რომდესაც ადამიანებს ხვდება. შემთხვევითობისადა იმპროვიზაციისთვის უპირატესობის მინიჭება კრისტიან ბარანის ერთგვარი “თამაშის წესი“ ხდება და განსაზღვრას მის გადაადგილებასსხვადასხვა გეოგრაფიულ მოცემულობაში. 

გადაღების პროცესისგან განსხვავებით, მასალის მონტაჟი ზუსტ სქემას არის მორგებული და გამორიცხავს შემთხვევითობას. თითოეული ფილმის საბოლოო ფორმას განსაზღვრავს მოცემული ინსტალაციის ფორმატი: იქნება ეს მრავალეკრანიანი ინსტალაცია, ფილმის დარბაზში ჩვენება თუ პერფორმანსი. 

“სინათლე თითქოს შორს არის“ მოძრაობის და დროის ბლოკებისგან შედგება (როგორც ამას ფრანგი ფილოსოფოსი ჟილ დელეზი ამბობდა: კინო არის მოძრაობის და დროის ბლოკები). ინსტალაციის თითოეული ეკრანის ფრაგმენტებს შორის კავშირი წინასწარ არ არის  გათვლილი.  ფილმის მონტაჟის პრინციპი თითეულ მაყურებელს აქცევს საკუთარი ვერსიის შექმნელად, რადგან სხვადასხვა ეკრანების ფრაგმენტები არასდროს ემთხვევა ერთმანეთს.

ფილმში ისტორიული კონტექსტის გამოსაკვეთად გამოყენებულია ამონარიდები 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ბელორუსი მწერლის სვეტლანა ალექსეევიჩის წიგნიდან “სექენდ ჰენდის დრო“, ისევე როგორც ფრანგი მწერლის ემანუელ ადელის ტექსტები. ტექსტებს ორი განსხვავებულიშინაარსი შემოაქვს ფილმში: ერთი წყალტუბოს აბაზანებში სამკურნალოდ ჩამოსული საბჭოთა დამსვენებლებისნააზრევი  კომუნიზმსა და საბჭოთა რეჟიმზე და მეორე, მათი,  ვინც ამ  რეჟიმის, მისი დაცემის შედეგების მსხვერპლი გახდა, მათ შორის 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის მსხვერპლიც.



პროექტის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი.


გამოფენის საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 12:00 - 19:00
ხუთშაბათი: 16:00 - 21:00


 
ფოტო ქავერზე © კრისტიან ბარანი



















დასრულებული
ივნისი 10. 2021 - ივლისი 30. 2021
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე