Please rotate your phone
სიმულაციური ველები

სიმულაციური ველები

მდგომარეობებს შორის

// სიმულაციური ველები



გლობალური ცვლილებების ნაკადი, პარადოქსული რეალობები და ვირტუალურობის სიჭარბე მომავლის ხედვას ბუნდოვანს ხდის. სიმულაციური გარემო ყოფიერების უსასრულო რეპლიკაციად იქცა, სადაც თამაშის წესები მუდმივად გარდაიქმნება. გამოფენა “სიმულაციური ველები" მულტიმედია ნარატივის საერთო ხაზს ქმნის, სადაც პირობითი შესაძლებლობებისა და დიალოგის ფორმები წარმოსახვით განზომილებებში ინაცვლებს: ვირტუალურობა, როგორც პოეტური თხრობის მთავარი მედიუმი, სადაც გამოსახულება, ხმა, ატმოსფერო, სიტყვა და სივრცულობა ერთიან გამოცდილებაში აისახება. ავტორები არამატერიალურ ტერიტორიებს ითვისებენ და იკვლევენ ვიდეო თამაშების მხატვრულ შესაძლებლობებს.

როგორ ახდენს ვიდეო თამაშები საკუთარი სემიოტიკით კულტურის კონტექსტში ადაპტირებას, არსებობას და „ბრძოლის ველის განვრცობას"? რა არის თამაში - კოლექტიურ ცნობიერში ჩანერგილი კულტურული კოდი, მიდრეკილება, ბედისწერა თუ არჩევანი? იქნებ დაუსრულებელი გადარჩენის რეჟიმი ან ავატარიდან ავატარში სრულყოფილი მესიის ძიება?

“სიმულაციური ველები” პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” მეოთხე გამოფენაა, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენა ვიდეოთამაშის ციფრული და ვიზუალური კულტურის ქართულ კონტექსტში განვითარების პროცესებს ასახავს და ერთიანი სახით წარადგენს ახალ სახელოვნებო იმპულსებს. გამოფენა ასევე მოიცავს ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას, როგორც ექსპოზიციის არსებით ნაწილს.

“მდგომარეობებს შორის” ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მიმდინარეობებს აერთიანებს. 


მონაწილეობენ: ვასილი მაჭარაძე; მანანიკო კობახიძე, ანუშკა ჩხეიძე და დენის ჰოფმანი; მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე; ნიკოლოზ კაპანაძე.


პროექტის ავტორები და კურატორები: ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი.


პროექტი ხორციელდება: განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტის პარტნიორი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, 9 მთა.

www.inbetween.media  

 


ფოტო ქავერზე © სამყაროს შექმნა. მანანიკო კობახიძე და ანუშკა ჩხეიძე. პროგრამირება: დენის ჰოფმანი. თამაში, მულტიმედია, მუსიკა, 2021 







დასრულებული
ივნისი 10. 2021 - ივლისი 09. 2021
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე