Please rotate your phone
შეხვედრის ადგილი: მთები

შეხვედრის ადგილი: მთები

© სანდრო თაყაიშვილი

17 იანვრიდან თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გიწვევთ მულტიმედიურ გამოფენაზე „შეხვედრის ადგილი: მთები“.

“შეხვედრის ადგილი: მთები” მთიან აჭარაში გამართული იგივე სახელწოდების სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის შემაჯამებელი გამოფენაა, რომელიც ცხრა ქართველი და საერთაშორისო ხელოვანის, მკვლევრისა და ანთროპოლოგის ნამუშევრებს აერთიანებს. 

მთიან აჭარაში სახელოვნებო რეზიდენციები თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც 2023 წელს გაიმართა. 

პროექტი ევროპული პლატფორმის Magic Carpets  და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა. 

რა ვიცით მთიანი აჭარის, მისი ხალხისა და მათი ყოველდღიურობის შესახებ? რა ვიცით რეგიონის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და თანამედროვე  გამოწვევების შესახებ? მოწვეულმა ქართველმა და საერთაშორისო ხელოვანებმა, მკვლევრებმა და ანთროპოლოგებმა სახელოვნებო რეზიდენციები გამოიყენეს როგორც უნიკალური შესაძლებლობა, რომ თავადაც მეტი გაეგოთ  მთიან აჭარაზე და თავიანთი დაკვირვებების შედეგებისთვის, მიღებული ცოდნისთვის  და შთაბეჭდილებებისთვის სხვადასხვა მედიუმებში შექმნილ ნამუშევრების ფორმა მიეცათ. 

გამოფენაში მონაწილეობენ:

ნესტან აბდუშელიშვილი (საქართველო)

თინათინ ბრეგვაძე (საქართველო)

თათია დვალი (საქართველო)

სანდრო თაყაიშვილი (საქართველო)

დავის კანეპე (ლატვია)

სანდრო სულაბერიძე (საქართველო)

გიორგი შენგელია (საქართველო)

ნინი ხუროშვილი (საქართველო)

სანდრო ხუციშვილი (საქართველო)


მთიანი აჭარის გარდა, გამოფენაზე ნახავთ ანრი ტაბაღუას მიერ გადაღებულ აჭარის ზღვისპირეთსაც, რომელიც, თავისმხრივ, მიძღვნაა 2023 წელს გარდაცვლილი აჭარელი ფოტოგრაფისადმი. 



მიმდინარე
იანვარი 17. 2024 - თებერვალი 10. 2024
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე