სერია 1/16: 12 ქართველი ფოტოგრაფის ახალი ფოტოწიგნები
თბილისის ფოტო ფესტივალის მე-14 გამოშვების ფარგლებში, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი წარმოგიდგენთ თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემულ არტ-წიგნების ახალ სერიას!
სერიის 1/16 პირველი გამოცემა 12 ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის 12 ახალ ფოტოწიგნს აერთიანებს. ფოტოგრაფებს შორის არიან:
ნატა სოფრომაძე
გურამ წიბახაშვილი
მარიამ ამურველაშვილი
თინათინ კიღურაძე
გიორგი შენგელია
არიალი (ლუკა აქიმიძე, ნანა კალანდაძე)
ლევან ხერხეულიძე
ირმა შარიქაძე
დათა პატატიშვილი
საბა გორგოძე
დიმა გომბერგი
თაკო რობაქიძე.
2024 წლიდან სერიას ყოველთვიურად თითო გამოცემა დაემატება, რომლებიც ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს მეტი ადამიანისთვის გახდის საინტერესოს და ხელმისაწვდომს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენის პარალელურად გაიმართება დისკუსია, რომლის მონაწილეები იქნებიან სერიის დიზაინერი და გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი, ფოტოგრაფები თინათინ კიღურაძე, ირმა შარიქაძე, გურამ წიბახაშვილი და ლევან ხერხეულიძე.
შეხვედრას მოდერაციას მუზეუმის სამხატვრო დირექტორი, ნესტან ნიჟარაძე გაუწევს.